სიახლეები

21 თებერვალს ქალთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვევა

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

ქალთა შორის ევროპის ჩეპიონატის კენჭისყრა ხუთშაბათს, 21 თებერვალს ნიონში, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე გაიმართება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ უეფა-ს შტაბ-ბინაში, ქალთა შორის ევრო 2021-ში მონაწილეობის მსურველთა რეკორდული რაოდენობა, 48 გუნდი არის დარეგისტრირებული. მონაწილეთა შორის არის ინგლისი, რომელიც ფინალურ ეტაპს, 2021 წლის ივლისში უმასპინძლებს. შესაბამისად, ის წილისყრაში არ მონაწილეობს. მიმდინარე საკვალიფიკაცი ეტაპზე, პირველად ეროვნული ნაკრების დონეზე იასპარეზებს კვიპროსის გუნდი. დებიუტი ექნება კოსოვოს ნაკრებსაც. რაც შეეხება აზერბაიჯანის ქალთა ეროვნულ ნაკრებს იგი 2009 წლის შემდეგ პირველად ჩაერთვება საკვალიფიკაციო ეტაპში.

კენჭისყრაში, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მე-5 კალათშია გადანაწილებული ფარერის კუნძულების, მალტის, მაკედონიის, ესტონეთის, მონტენეგროს, ლატვიის, ლიეტუვას, აზერბაიჯანის, კვიპროსისა და კოსოვოს გუნდებთან ერთად.

კენჭისყრის შედეგად, 9 ჯგუფი შედგება, საიდანაც ორი ჯგუფი ექვს-ექვსი, ხოლო შვიდი ხუთ-ხუთი გუნდისგან დაკომპლექტდება. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, პირველად სწორედ, მე-5 კალათში მოთავსებული გუნდების ჯგუფები გაირკვევა. ამის შემდეგ, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები პირველ 4 კალათში გადანაწილებული გუნდებიდან დაელოდება მეტოქეებს.

უეფა-ს რეგულაციის მიხედვით კოსოვოს ეროვნული ნაკრები ვერ ითამაშებს ჯგუფში, სადაც ბოსნია-ჰერცეგოვინას ან სერბეთის ქალთა ეროვნული ნაკრებები მოხვდებიან.

შესარჩევი ჯგუფის მატჩების მიმოსვლითი ფორმულით 2019 წლის 26 აგვისტოდან, 2020 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. პირველ ოთხ კალათაში კი, კოეფიციენტის მიხედვით ქალთა ეროვნული ნაკრებები ასე არიან გადანაწილებულნი:

1 კალათი: საფრანგეთი*, გერმანია*, ჰოლანდია* (მოქმედი ჩემპიონი), ესპანეთი*, შვედეთი*, ნორვეგია*, შვეიცარია, შოტლანდია*, იტალია*

შენიშვნის სახით, *-ით აღნიშნულია ის გუნდები, რომლებიც ფიფა-ს 2019 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობენ.

2 კალათი: ავსტრია, დანია, ისლანდია, ბელგია, რუსეთი, უელსი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა

3 კალათი: პორტუგალია, ირლანდია, პოლონეთი, რუმუნეთი, სერბეთი, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბელორუსი

4 კალათი: თურქეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, ჩრდ.ირლანდია, საბერძნეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ალბანეთი, მოლდოვა

შესარჩევი ეტაპიდან, ფინალურ ეტაპზე ასპარეზობას, 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები გააგრძელებს, რომლებსაც, 3 საუკეთესო მეორე ადგილოსანი (გუნდები, რომლებსაც თავის მხრივ, ნაჩვენები ექნებათ კარგი შედეგები პირველ აგილზე გასულ გუნდთან, შემდეგ, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებთან).  

ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული დანარჩენი 6 გუნდი, 2020 წლის ოქტომბერში ფლეი-ოფში, ევროპის ჩემპიონატის ბოლო, 3 მონაწილეს გამოავლენს.

ინგლისამდე მისასვლელად ქალთა გუნდებს შემდეგი გზის გავლა უწევთ:

ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპი:

2019 წელი

 26 აგვისტო - 3 სექტემბერი

30 სექტემბერი - 8 ოქტომბერი

4-12 ნოემბერი

2020 წელი:

2–11 მარტი

6–14 აპრილი

1–9  ივნისი

14–22 სექტემბერი

2020 წლის 25 სექტემბერი - ნიონი, ფლეი-ოფის წილისყრა.

19 და 27 ოქტომბერი (ორ-რაუნდიანი) ფლეი-ოფი.

2020 წლის ბოლოს, ინგლისში გასამართი ფინალური ტურნირის წილისყრა.

2021 წლის ივლისი, ინგლისი, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი.