საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა 15 თებერვალს, სასტუმრო ჰუალინგში ჩატარდება.
რეგისტრაცია 11:00 საათიდან, ხოლო ყრილობის მუშაობა დღის 12:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 21 იანვარს ამოიწურა. რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომელიც კანდიდატად ორგანიზაციის 28 სუბიექტმა წარადგინა.
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: ღონისძიებაზე დასასწრები აკრედიტაციები გაიცემა ადგილზე, 11:00 საათიდან. გთხოვთ, პროცესის გამარტივების მიზნით, 14 თებერვლის ბოლომდე მოგვწეროთ სახელი, გვარი და მედია-ორგანიზაციის დასახელება ელექტრონულ მისამართზე : [email protected]