2019 წლის 12 თებერვალს, 11:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:
1. სფფ-ის XXIX საარჩევნო ყრილობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ;
2. 2019 წლის კლუბების ლიცენზირების შედეგების შესახებ;
3. საქართველოს 2019 წლის XXXI ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის XXX გათამაშების დებულების და სადისციპლინო კოდექსის დამტკიცების შესახებ;
4. კლუბების ეროვნული ლიცენზირების დებულებების 2019 წლის რედაქციის დამტკიცების შესახებ;
5. შიდა ტრანსფერებისას ფეხბურთელების წვრთნის და აღზრდის კომპენსაციების რეგულაციების დამტკიცების შესახებ;
6. სხვადასხვა
აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენელთათვის კომენტარები გაკეთდება.