სიახლეები

ქართველი მსაჯები შეკრებაზე თურქეთში იმყოფებიან

მსაჯები
გაუზიარე

50 ქართველი მსაჯი წინა-სასეზონო შეკრებას თურქეთში გადის. 30 იანვარს, საფეხბურთო კლუბ „სპაერის“  ფიზიკურ მომზადებაში გავლილი ტესტირების შედეგად შერჩეული არბიტრები და ასისტენტები, ანტალიაში იმყოფებიან, სადაც როგორც თეორიულ, ისე ფიზიკურ მომზადებას გადიან.

ამასთან, ქართველი მსაჯები პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავების მიზნით, შეკრებაზე მყოფი უცხოური გუნდების ამხანაგურ მატჩებს მსაჯობენ. თეორიული მეცადინეობა მოიცავს განვლილი ეროვნული ჩემპიონატის მატჩების საინტერესო და საკამათო ეპიზოდების ანალიზსა და თამაშის წესებში შეტანილ ცვლილებებისა და რეკომენდაციების გაცნობას. ამასთან, მსაჯები ფიფას და უეფას მიერ მომზადებულ შესაბამის მასალებს შეისწავლიან.

2019 წლის 11 და 18 თებერვალს მსაჯები ფიფას მიერ დადგენილ ფიზ-მომზადების ტესტებს ჩააბარებენ. შედეგების მიხედვით,  ის მსაჯები შეირჩევიან,რომლებიც ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს მოემსახურებიან.

20-23 თებერვალს სასტუმრო მოხალისეში ეროვნული ლიგა-3-ის და ლიგა-4 მსაჯებისათვის შეკრება-სემინარი და ტესტირება ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატისათვის აქტიური მზადება ქართველმა მსაჯებმა, ფიზ-მომზადების მწვრთნელის  გიორგი ანთელიძის ხელმძღვანელობით, გასული წლის 20 დეკემბრიდან დაიწყეს. 31 იანვარს და 1 თებერვალს თბილისში მსაჯთა დამკვირვებელთათვის ორდღიანი შეკრება-სემინარი გაიმართა.