სიახლეები

'მსაჯთა აკადემიის' მესამე გამოშვებისთვის მსურველთა მიღება დაიწყო!

მსაჯები
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „მსაჯთა აკადემიის“ მესამე გამოშვებისთვის მსურველთა მიღებას იწყებს. მსაჯთა აკადემიაში სწავლა სრულად უფასოა კურსის მონაწილეთათვის. მსურველთა განაცხადების მიღება 18 იანვრიდან დაიწყო. 

თუ გსურთ, გახდეთ „მსაჯთა აკადემიის“ მონაწილე და დაეუფლოთ მსაჯის პროფესიას, განაცხადის შევსება 2  თებერვლის ჩათვლით სპეციალურად პროგრამისათვის შექმნილ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ. 

განაცხადების მიღების შემდეგ პროგრამაში მონაწილეობის კანდიდატები შესაბამის გასაუბრებას გაივლიან. კურსანტის აკადემიაში მოხვედრის შემდეგ - მომზადება, ეკიპირება და სასწავლო მასალები უფასოა. სწავლის დამთავრების შემდეგ გექნებათ რეალური შანსი დაიწყოთ სამსაჯო კარიერა!

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დარეკოთ 577 990 940.