12 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასხლეში ზამთრის თასი 2019-ის ფარგლებში მიმდინარე 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის 'გ' და 'დ' ჯგუფების შეხვედრები გაიმართა. ამ მატჩებით ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და მეორე ფინალისტი გამოვლინდა.
'გ' ჯგუფის გამარჯვებული 7 ქულით თბილისის "დინამოს" 15-წლამდე გუნდი გახდა. თბილისელებმა რაჭისა და სამეგრელოს გუნდები დამაჯერებელი ანგარიშებით დაამარცხეს, სფფ-ის აკადემიის მეორე გუნდთან კი ფრედ ითამაშეს. დინამოელებმა ჯგუფურ ეტაპზე 17 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში მხოლოდ ორი მიიღეს.
'გ' ჯგუფი
მ ფ წ გ ქ დინამო თბ 2 1 0 17-2 7 სფფ აკადემია 2 1 2 0 3-2 5 სამეგრელო 1 1 1 4-2 4 რაჭა 0 0 3 1-16 0 დინამო თბ 11:0 რაჭა
სამეგრელო 0:0 სფფ აკადემია 2დინამო თბ 1:1 სფფ აკადემია 2
სამეგრელო 3:0 რაჭასფფ აკადემია 2 2:1 რაჭა
დინამო თბ 5:1 სამეგრელო
'დ' ჯგუფში ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის გუნდებმა თანაბარი, 7-7 ქულა დააგროვეს, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით ნახევარფინალში თამაშის უფლება ქართლელებმა მოიპოვეს. ჯგუფში მესამე და მეოთხე ადგილზე თითო ქულით ლოკომოტივისა და ცხინვალის რეგიონის 15-წლამდე გუნდები გავიდნენ.
'დ' ჯგუფი
მ ფ წ გ ქ ქვემო ქართლი 2 1 0 3-0 7 მცხეთა-მთიანეთი 2 1 0 3-1 7 ლოკომოტივი 0 1 2 1-3 1 ცხინვალის რეგიონი 0 1 2 2-5 1 ლოკომოტივი 1:1 ცხინვალის რეგიონი
ქვემო ქართლი 0:0 მცხეთა-მთიანეთილოკომოტივი 0:1 მცხეთა-მთიანეთი
ქვემო ქართლი 2:0 ცხინვალის რეგიონიმცხეთა-მთიანეთი 2:1 ცხინვალის რეგიონი
ლოკომოტივი 0:1 ქვემო ქართლი
ზამთრის თასი 2019-ის 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ქვემო ქართლი დაუპირისპირდნენ. დინამოელებმა მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით, 8:0 დაამარცხეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც ისინი საბურთალოს 15-წლამდე გუნდს შეხვდებიან. ტურნირის ფინალური შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13 იანვარს, 16:00 საათზე გაიმართება.