სიახლეები

მსაჯთა აკადემიის მეორე გამოშვება დასრულდა

მსაჯები
გაუზიარე

26 დეკემბერს, "დავით პეტრიაშვილი არენაზე" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტის "მსაჯთა აკადემიის" მეორე გამოშვების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აკადემიაში სასწავლო პროცესი 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ის წარმატებით 27 კურსანტმა დაასრულა.

ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი, ზაზა დოლიძე ესწრებოდნენ. ოფიციალურმა პირებმა მომავალ მსაჯებს სიტყვით მიმართეს, ქართულ ფეხბურთში მათი პროფესიის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და აკადემიის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სპეციალური სერტიფიკატები გადასცეს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტი "მსაჯთა აკადემია" 2017 წლიდან ხორციელდება. აკადემიაში სწავლა სრულიად უფასოა და მისი დასრულების შემდეგ კურსანტს საშუალება ეძლევა ქართულ ფეხბურთში დასაქმდეს. სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაცია 2019 წლიდან განახლდება.