საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, "დავით პეტრიაშვილი არენაზე" უეფას მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის Refresh კურსი მიმდინარეობს.
სასწავლო კურსზე 65 მსმენელია დარეგისტრირებული და ის ორი დღის განმავლობაში გაიმართება. უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის სტანდარტების შესაბამისად სწავლება როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავს.
სწავლების თეორიული ნაწილი სხვადასხვა საფეხბურთო კომპონენტისგან შედგება. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს - მწვრთნელები ეროვნული ლიგის პლეი-ოფის შეხვედრის, გაგრა - სიონის ანალიზს გააკეთებენ.
კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსანტებს უეფას „B“ ლიცენზია სამი წლის ვადით გაუხანგრძლივდებათ.