25 ნოემბერს, ბათუმში გასამართი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და გაგრა დაუპირისპირდებიან, 17:00 საათის ნაცვლად, 16:00 საათზე შედგება. მატჩის დროის ცვლილება, სატელევიზიო გაშუქებითაა განპირობებული.
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიღწეული შეთანხმებით, გულშემატკივარს ფინალის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა, მაუწყებლის 1 არხზე შეეძლება.
გაგრასა და ტორპედოს ფინალური შეხვედრა ანგისას სტადიონზე გაიმართება.