საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის და წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას თბილისში გამართავს. საქართველოსა და ყაზახეთის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი „დინამო არენაზე", 19 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრის აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, გთხოვთ, შეავსოთ შესაბამისი აპლიკაცია - ბმულზე.
შენიშნა: ფაილის ასატვირთ ველში განათავსეთ აკრედიტაციის მოთხოვნის ოფიციალური წერილი თქვენი მედია- ორგანიზაციისგან. აკრედიტაციის მოთხოვნა 17 ნოემბრის ჩათვლით შეგიძლიათ. მედია აკრედიტაციები გაიცემა 18 ნოემბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს 577 17 17 61.