საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებმა მეორე ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანის 19-წლამდე ნაკრები დამაჯერებელი ანგარიშით - 10:3 დაამარცხა და საერთაშორისო დონეზე ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩის პირველი ნახევარი 3:2 მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში ავთანდილ ასათიანის გუნდმა სრული უპირატესობა მოიპოვა და მეტოქის კარგი შვიდჯერ აიღო. საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობიდან ჰეთ-თრიკი გიორგი ზუნტუროვის ანგარიშზეა, დუბლი გიორგი ღავთაძემ შეასრულა, თითო გოლი კი, ნიკა ხარატიშვილის, დათა მოგელაძის, ბექა ბექაურის, ლევან სვანიძისა და დაჩი ჩადუნელის ანგარიშზეა.
საქართველო 10:3 აზერბაიჯანი
თბილისი, "ოლიმპიური სასახლე"
საქართველო: დვალიშვილი, მოგელაძე, კოშაძე, ზუნტუროვი, ნადარეიშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: ცქიტიშვილი, ყენია, ბექაური, ეგრისაშვილი, ღავთაძე, გ. ჩადუნელი, დ. ჩადუნელი, კუხიანიძე, გაბისკირია, სვანიძე, ხარატიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ავთანადილ ასათიანი
აზერბაიჯანი: რეზნოვი, ფანაჰოვი, ჰუსეინოვი, მეჰდიზადე, ასადლი
სათადარიგო შემადგენლობა: ნ. აჰმადოვი, თ. აჰმადოვი, რუსტამოვი, ქარაიევი, ჰუტალინოვი, ჰასანოვი, ჰამადზადა, ნურიევი, ქულუზადე
მთავარი მწვრთნელი: აღატაჰირ აზიმოვი
მსაჯები: ბაკურ ნინუა, ლევან ვარამიშვილი, გურამ მაჩიტიძე, გრიგოლ ბლიაძე
გოლები: 0:1 ასადლი (3), 1:1 ხარატიშვილი (8), 2:1 მოგელაძე (15) 3:1 ღავთაძე (18), 3:2 ჰუსეინოვი (18), 4:2 ღავთაძე (23), 5:2 ბექაური (23), 6:2 სვანიძე (27), 6:3 რუსტამოვი (28), 7:3 დ. ჩადუნელი (29), 8:3 ზუნტუროვი (34), 9:3 ზუნტუროვი (39), 10:3 ზუნტუროვი (40)
შეგახსენებთ, ევრო 2019-ის მეინ-რაუნდისთვის მზადების პროცესში აზერბაიჯანის 19-წლამდე ნაკრებთან გამართულ პირველ შეხვედრაში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 2:3 დამარცხდა. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეინ-რაუნდის შეხვედრებს 26-31 მარტს თბილისში გამართავს. საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ესპანეთის, თურქეთისა და უნგრეთის ნაკრებები იქნებიან.