სიახლეები

ფუტსალი U19 | საქართველო 2:3 აზერბაიჯანი

ფუტსალის ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველი საერთაშორისო შეხვედრა გამართა. 10 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ჩვენი გუნდი აზერბაიჯანის 19-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა.

მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ანგარიში პირველი ნახევრის მიწურულს აზერბაიჯანელებმა გაიხსნეს, მე-14 წუთზე გოლი ქანან ასადლიმ გაიტანა. სტუმრებმა 27-ე წუთზე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, ქართველთა კარი ზუსტი დარტყმით ჯეიჰუნ ნურიევმა აიღო. ამ მომენტიდან ზუსტად 4 წუთში ნიკა ხარატიშვილმა ზუსტი შორეული დარტყმით სხვაობა შეამცირა და საქართველოს 19-წლამდე ნაკრების არსებობის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გახდა. მატჩის დასრულებამდე კიდევ ორი გოლი გავიდა, 33-ე წუთზე აზერბაიჯანელთა კაპიტანმა იღბალ ფანაჰოვმა ანგარიში 3:1 გახადა, 39-ეზე კი, გიორგი ჩადუნელმა გაიტანა და შეხვედრის საბოლოო შედეგი, სტუმართა სასარგებლოდ 3:2, დააფიქსირა.

საქართველო 2:3 აზერბაიჯანი

თბილისი, "ოლიმპიური სასახლე"

საქართველო: დვალიშვილი, მოგელაძე, კოშაძე, ზუნტუროვი, ნადარეიშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: ცქიტიშვილი, ყენია, ბექაური, ეგრისაშვილი, ღავთაძე, გ. ჩადუნელი, დ. ჩადუნელი, კუხიანიძე, გაბისკირია, სვანიძე, ხარატიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ავთანადილ ასათიანი

აზერბაიჯანი: რეზნოვი, ფანაჰოვი, ჰუსეინოვი, მეჰდიზადე, ასადლი

სათადარიგო შემადგენლობა: ნ. აჰმადოვი, თ. აჰმადოვი, რუსტამოვი, ქარაიევი, ჰუტალინოვი, ჰასანოვი, ჰამადზადა, ნურიევი, ქულუზადე

მთავარი მწვრთნელი: აღატაჰირ აზიმოვი

მსაჯები: არსენ ნონიკაშვილი, შოთა ქუხილავა, ზვიად ბლიაძე, გრიგოლ ბლიაძე

გაფრთხილება: 11' რეზნოვი

გოლები: 0:1 ასადლი (10), 0:2 ნურიევი (27), 1:2 ხარატიშვილი (31), 1:3 ფანაჰოვი (33), 2:3 გ. ჩადუნელი (39)

საქართველოსა და აზერბაიჯანის 19-წლამდე ნაკრებ გუნდებს შორის მეორე ამხანაგური შეხვედრა 11 ნოემბერს 13:00 საათზე, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.