სიახლეები

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაასრულა

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გოგონების მეტოქე მასპინძელი ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრები იყო. 

ლევან ბაჯელიძის გუნდმა თამაში კონტრშეტევებზე ააგო, თუმცა გატანა ვერ მოახერხა და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა. ბოსნიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი, 42-ე წუთზე მარია დამიანოვიჩმა გაიტანა. 

საქართველო 0:1 ბოსნია-ჰერცეგოვინა

"ნოვი გრადსკი", უგლიევიკი

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, ჯოჯუა, რაუხი, ჯანიკაშვილი, ეჯიბია, ეპიტაშვილი, ხანდაზიანი, კალანდაძე, ბოლქვაძე, წოწერია (57' წულაია)

სათადარიგო შემადგენლობა: გაბელაია, დიმოპულუ, ნარსია, გაბედავა, ცაავა, ფერაძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე