საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი ამჯერად ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა ჩეხთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 7:0 დასრულდა.
ჩეხეთი 7:0 საქართველო
"ნოვი გრადსკი", უგლიევიკი
საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, ჯოჯუა, რაუხი, დიმოპულუ (23' ჯანიკაშვილი), ეჯიბია, ეპიტაშვილი, ხანდაზიანი (71' წოწერია), კალანდაძე, ბოლქვაძე (90' ნარსია), წულაია
სათადარიგო შემადგენლობა: გაბელაია, გაბედავა, ცაავა, ფერაძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 2019 წლის ევორპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნით შეხვედრას 8 ოქტომბერს მასპინძელი, ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.