საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას თბილისში გამართავს. საქართველოსა და ანდორას საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი „დინამო არენაზე", 13 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, გთხოვთ, შეავსოთ შესაბამისი აპლიკაცია - ბმულზე
შენიშნა: ფაილის ასატვირთ ველში განათავსეთ აკრედიტაციის მოთხოვნის ოფიციალური წერილი თქვენი მედია- ორგანიზაციისგან.
აკრედიტაციის მოთხოვნა 10 ოქტომბრის ჩათვლით შეგიძლიათ. მედია აკრედიტაციები გაიცემა 12 ოქტომბერს
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს 577 17 17 61.