საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად ამხანაგური მატჩი ჩაატარა მალტასთან და 5:2 მოიგო.
შეხვედრამ მთლიანად ქართველთა უპირატესობით ჩაიარა, გოლებით კი ირაკლი ბუღრიძე, ლუკა ზარანდია (ორჯერ) და ვატო არველაძე (ორჯერ) გამოირჩნენ.
გია ცეცაძემ მალტასთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: გუგეშაშვილი, ნოზაძე, მარგველაშვილი, ლოჩოშვილი, ჩაჩუა, გიორბელიძე, ნინუა, ხარაიშვილი, ზარანდია, არველაძე, ბუღრიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: გოშაძე, ქანთარია, შულაია, მაჭარაშვილი, კოხრეიძე, ბერიძე.