უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩისთვის, საქართველო - ანდორა, ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა 11 სექტემბრიდან დაიწყო.
გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.
საქართველო - ანდორას მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში, მოგვიანებით, 6 ოქტომბერს დაიწყება.
საქართველოსა და ანდორას დაპირისპირება 13 ოქტომბერს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.
გულშემატკივართა საყურადღებოდ: ერთა ლიგის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.