სიახლეები

გიორგი ქვილითაია ლატვიასთან მატჩს გამოტოვებს

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოსა და ლატვიის შეხვედრას ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო გამოტოვებს. ფეხბურთელმა მატჩამდე გამართულ ბოლო ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო და საწვრთნელი პროცესის დასრულება ვეღარ შეძლო. გიორგი ქვილითაიას ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და გადაწყდა, რომ ფეხბურთელი მკურნალობას ბელგიაში გააგრძელებს. 

ეროვნული ნაკრების წევრი, გუნდის ექიმთან, დავით ხარაბაძესთან ერთად, ბრიუსელში დღეს დილით გაემგზავრა. ფეხბურთელის ოპერაცია ბელგიაში ორშაბათს დაიგეგმა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ გახდება ცნობილი, რა პერიოდის განმავლობაში ვერ დაეხმარება ფეხბურთელი საკუთარ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებს.