საქართველოს გოგონათა 19-წლამდე ნაკრებმა რიგაში ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა. ლევან ბაჯელიძის გუნდი ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა 54-ე წუთზე ნათია წოწერიასა და 74-ე წუთებზე ანასტასია ბოლქვაძის მიერ გატანილი გოლების წყალობით თამაში ფრედ დასრულდა.
გუნდებს შორის მომდევნო ამხანაგური მატჩი 9 სექტემბერს გაიმართება.
ლატვია - საქართველო 2:2
რიგა
საქართველო: გაბუნია, ნარსია, რაუხი, ჯოჯუა, კალანდაძე, ეჯიბია, ხანდაზიანი, წულაია, კენჭოშვილი, ეპიტაშვილი, წოწერია
სათადარიგო შემადგენლობა: გაბელაია, ჯანიკაშვილი, ბოლქვაძე, მინაძე, ქადაგიშვილი, გაბედავა, გუჯაბიძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე