სიახლეები

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი 29 აგვისტოდან სასტუმრო „მოხალისეში“ შეიკრიბა და ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ქართველი გოგონები 6 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაემგზავრნენ, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან 7 და 9 სექტემბერს ორ შეხვედრას გამართავენ.

19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი მატჩებისთვის გუნდში 18 მოთამაშეს უხმო.

მეკარეები

თათია გაბუნია (ქსკ ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (ნიკე, თბილისი)

მცველები

მარიამ ჯანიკაშვილი (თბილისის თბილისი), მარიამ კალანდაძე (ქსკ ლანჩხუთი), ანა ჯოჯუა (ქსკ ლანჩხუთი), ელენე რაუხი (თბილისის თბილისი), ანი მინაძე (თბილისის თბილისი), ნინო გუჯაბიძე (ქსკ ლანჩხუთი), გვანცა ქადაგიშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები

ანა წულაია (კოლხეთი, ხობი), ანა გაბედავა (სამეგრელო 2017, ჩხოროწყუ), სოფიკო ნარსია (ნიკე, თბილისი), ქრისტინე კენჭოშვილი (თბილისის თბილისი), ამალია ხანდაზიანი (ნიკე, თბილისი), მეგი ეჯიბია (ნიკე, თბილისი)

თავდამსხმელი

ნათელა წოწერია (ქსკ ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (ნიკე, თბილისი), თამარ ეპიტაშვილი (თბილისის თბილისი)