სიახლეები

აკრედიტაცია საქართველო - ლატვიის მატჩზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი „დინამო არენაზე", 9 სექტემბერს, 20 საათზე დაიწყება. შეხვედრის აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, გთხოვთ, წერილობითი ფორმით მოგვმართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს, ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]

წერილში მიუთითეთ აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, ორგანიზაცია და პოზიცია.

აკრედიტაციის მოთხოვნა 6 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ. მედია აკრედიტაციები გაიცემა 8 სექტემბერს.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს 577 17 17 61.