სიახლეები

საქართველო - ლატვია | ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია დაიწყო!

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩის, საქართველო - ლატვიის, ბილეთების ფიზიკური გაყიდვა თბილისის "დინამო არენას" სალაროებში დაიწყო. სალაროები 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე TKT.ge 24 აგვისტოდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება და მისი ფასი 5, 10, 15 და 25 ლარს შეადგენს.

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ერთა ლიგის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.

9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე შეხვედრაში ლატვიას დაუპირისპირდება.