ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა "ტატიშვილმა" წარმატებით დაძლია უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპი. პირველ ტურში შვეიცარიულ ''ფიდელთან'' 5:5-ის შემდეგ, ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში ქართველებმა მასპინძელი კიშინიოვის ''დინამო'' 3:1 დაამარცხეს. გოლები გიორგი ტიკურიშვილმა (ორჯერ) და ვახტანგ ჯვარაშვილმა გაიტანეს.
მეინ-რაუნდში "ტატიშვილის" მეტოქეები იქნებიან ყაზახური ''აქტობე'', ხორვატული ''ნოვო ვრიემე'' და საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის გამარჯვებული.
მატჩებს 2-7 ოქტომბერს ხორვატია უმასპინძლებს.