საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა კიევში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირზე მეორე მატჩი ჩაატარა - 0:0 სლოვაკეთთან.
ზვიად ჯელაძის გუნდს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ჩვენმა ნაკრებმა 2:1 დაამარცხა ლიეტუვა და 4 ქულა აქვს.
მთავარმა მწვრთნელმა სლოვაკეთთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ჭინჭარაული, ხვადაგიანი, მირზიკაშვილი, ოსიყმაშვილი, ბენდიანიშვილი, აბუაშვილი, მორჩილაძე, ხურცილავა, ოგბაიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: კაპანაძე, ჯინჯოლავა, ტორონჯაძე.
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 18 აგვისტოს მასპინძელ უკრაინასთან ჩაატარებს.