სიახლეები

უეფას სტიუარდთა გადამზადების სემინარი მოხალისეში

სფფ
გაუზიარე

2 აგვისტო, 09:30, სასტუმრო „მოხალისეში“ უეფას სტიუარდთა გადამზადების სემინარი დაიწყება. კურსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საგანმანათლებლო პროგრამის ახალი ნაწილია. პირველ დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი სასტუმრო „მოხალისეში“ სასწავლო პროცესს დაესწრება და მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. 

უეფას სტიუარდთა გადამზადების კურსი საქართველოში პირველად ტარდება. მასში მონაწილეობას სფფ-ის სტიუარდებთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კერძო დაცვის კომპანიებისა და ეროვნული ლიგის კლუბების წარმომადგენლები მიიღებენ. სემინარებზე აქცენტი სტადიონების დაცვასა და უსაფრთხოებაზე კეთდება. ამასთან ერთად ტრენერები მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და დეტალურად აუხსნიან სტიუარდების ფუნქციას.  

სასწავლო პროცესს სფფ-ის უსაფრთხოების განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად უეფას უსაფრთხოების ოფიცერი სტეფან ტომასი, მისი კოლეგა ფრენკ ვინველდი და სტადიონების უსაფრთხოებისა და დაცვის სპეციალისტი კრის ბეიკერი გაუძღვებიან. სემინარები 6 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.