სამწვრთნელო განათლების უმაღლესი საფეხურის - მწვრთნელთა PRO-ლიცენზიის ფარგლებში, ტუტორთა გადამზადების კურსები ინტენსიურად მიმდინარეობს.
თბილისში, აღნიშნულ კურსს, სფფ-ის ტექნიკური დირექტორის - ზაზა ზამთარაძის კოორდინირებით, უეფას სამწვრთნელო განათლების ექსპერტი, გენადი სკურტული უძღვება.
კურსის მონაწილეები ბოლო მოდულს აგვისტოში გაივლიან, რის შემდეგაც მათ უკვე შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
პირველი გასვლითი მიკრო-სემინარი ჩატარდა ასევე თელავშიც. რომელსაც საფეხბურთო კლუბ თელავის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დეკანოსიძემ უმასპინძლა. სემინარში მონაწილეობას გია ჭიაბრიშვილი, კობა ჟორჟიკაშვილი, ლევან კორღალიძე და დავით ქოქიაშვილი იღებდნენ.
გასვლით სამუშაო შეხვედრას სფფ-ის დელეგაციასთან ერთად, უეფას წარმომადგენლებიც დაესწრნენ.