სიახლეები

მეკარეების ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა საყურადღებოდ

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილება განაგრძობს განათლების კურსების ორგანიზებას.

მეკარეების ლიცენზიის მქონე მწვრთნელთათვის გადამზადების კურსები 9, 10, 11, 12, 25 და 26 ივლისს სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასა“-ზე გაიმართება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მეკარეების ლიცენზიის მქონე მწვრთნელებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილებას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან ტელეფონის ნომერზე: +995 32 291 26 70