სიახლეები

თენგიზ სულაქველიძის აკადემია 26 ივნისს 17:00 საათზე გაიხსნება

სფფ
გაუზიარე

26 ივნისს, 17:00 საათზე თენგიზ სულაქველიძის განახლებული აკადემია ოფიციალურად გაიხსნება.

აკადემიაში, სადაც ბავშვების არაერთი თაობა გაიზარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სრული დაფინანსებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, რის შედეგად აკადემიას ახალი, სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი აქვს. 

გახსნის ოფიციალურ ცერემონიას აკადემიის ხელმძღვანელები, ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური პირები, მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.