სიახლეები

20 ივნისს 10:00 საათზე სფფ-ს დელეგაცია ბათუმის მშენებარე სტადიონს ეწვევა

სფფ
გაუზიარე

20 ივნისს 10:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებენ. 

სტადიონზე ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი სართულის კოლონები აშენდა და მათი გადახურვა დასრულდა 10-დან 9 სექტორში.. ტრიბუნებისთვის განკუთვნილი დახრილი კოჭების 80 % შესრულებულია, დაწყებულია მეორე სართულის კოლონების მოწყობა, რომლის 70 % დასრულებულია. უახლოეს დღეებში იარუსების (სკამების)მოწყობა დაიწყება. პარალელურად მეორე სართულის კოლონების დახურვა უკვე დაწყებულია 4 სექტორში.

სექტემბრიდან სტადიონზე ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები დაიწყება, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.