სიახლეები

კოკა-კოლას თასი 2018 | ფინალური შეხვედრა ანგისას ბაზაზე გაიმართება

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

19 ივნისს, ბათუმის „დინამოს“ ანგისას ბაზაზე „კოკა-კოლას თასი 2018“-ის დასკვნითი მატჩები გაიმართება.

19:30 საათზე, ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ კოდა და ლაგოდეხის პირველი სკოლა წარსდგებიან. 18:30 საათზე კი, მესამე-მეოთხე ადგილისთვის ერთმანეთს თბილისის 146-ე და 207-ე სკოლები დაუპირისპირდებიან.

ფინალურ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და კოკა-კოლას პრეზიდენტი, თემურ ჭყონია დაესწრებიან. მატჩების დასრულების შემდეგ კი, დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება. 

„კოკა-კოლას თასი 2018“ ფინალურ ეტაპს ტრადიციულად კვარიათმა უმასპინძლა. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი, ტურნირში მონაწილეობას 1000-ზე მეტის სკოლის 10000-ზე მეტი მოსწავლე იღებდა.