კოკა-კოლას თასის 2018 წლის გათამაშების რეგიონული გამარჯვებულები მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტ სკოლაში უკვე გამოვლინდნენ. გოგონათა საუკეთესო 12 გუნდი 10 ივნისიდან შეკრებას აჭარაში - კვარიათში გაივლის. 11 ივნისიდან რეგიონის გამარჯვებული გუნდები საუკეთესოს გამოსავლენად ურთიერთშეხვედრებს ჩაატარებენ, ხოლო 13 ივნისს ბათუმში, გოგონათა ფინალი გაიმართება, სადაც კოკა-კოლის თასის მფლობელი გუნდი გახდება ცნობილი.
კოკა-კოლას თასისთვის კვარიათში გოგონათა შემდეგი გუნდები იასპარეზებენ:
თბილისი - N146 საჯარო სკოლა
სამეგრელო - ცხუმარის საჯარო სკოლა
იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმი- ჯალაურთის საჯარო სკოლა
კახეთი - ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლა
სამცხე-ჯავახეთი - კლდის საჯარო სკოლა
აჭარა - ბათუმის N4 საჯარო სკოლა
მცხეთა-მთიანეთი - მუხრანის N1 საჯარო სკოლა
აფხაზეთი - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლა
შიდა ქართლი - ოსიაურის საჯარო სკოლა
ქვემო ქართლი - დიდი დმანისის საჯარო სკოლა
გურია - ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზია
სამაჩაბლო - მეჯვრისხევის საჯარო სკოლა
15 ივნისიდან, კვარიათში უკვე ვაჟთა საუკეთესო რეგიონული გუნდები გაივლიან შეკრებას. 16 გუნდიდან თასის მფლობელის გამოსავლენად თამაშები 16 ივნისს დაიწყება, ხოლო ფინალი 19 ივნისს, ბათუმის დინამოს განახლებულ ბაზაზე - ანგისაზე ჩატარდება.
თბილისი - N207 საჯარო სკოლა
თბილისი - N130 საჯარო სკოლა
თბილისი - N146 საჯარო სკოლა
თბილისი - N174 საჯარო სკოლა
სამაჩაბლო - ზემო ნიქოზის საჯარო სკოლა
სამეგრელო - ზუმის საჯარო სკოლა
რაჭა-ლეჩხუმი - ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა
იმერეთი - ქუთაისის N31 საჯარო სკოლა
კახეთი - ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლა
სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის N5 საჯარო სკოლა
გურია - ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა
მცხეთა-მთიანეთი - მუხრანის N1 საჯარო სკოლა
ქვემო ქართლი - კოდის საჯარო სკოლა
შიდა ქართლი - ხაშურის N8 საჯარო სკოლა
აჭარა - ბათუმის N10 საჯარო სკოლა
აფხაზეთი - აფხაზეთის N15 საჯარო სკოლა