საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ლუქსემბურგში ამხანაგური მატჩი გამართა. ვლადიმირ ვაისმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არ ყოფნაში, სხვადასხვაზე პოზიციაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოსცადა. შეხვედრა ჟოზი ბარტოლის სტადიონზე ლუქსემბურგის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. თამაშის 69-ე წუთზე ერთადერთი გოლის ავტორი ხოაკიმი გახდა. საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგში ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. შეგახსენებთ,რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში ქართველმა ფეხბურთელებმა საწვრთნელი შეკრება ავსტრია-ლუქსემბურგში გამართეს. ავსტრიაში საქართველოს ნაკრებმა მალტას 1:0 სძლია. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე 6 სექტემბერს ჩაატარებს. ასტანაში ვლადიმირ ვაისის გუნდის მეტოქე ყაზახეთი იქნება.
ლუქსემბურგი-საქართველო 1:0
ლუქსემბურგი: მორისი (შონი 46),იანიში,იანსი (კ),მაჰმუტოვიჩი (მალგეტი 71), გერსონი, მარტინს პერეირა, ო.ტილი (სკენდეროვიჩი 46), და მოტა (კარლსონი 86), ხოაკიმი (მუჩი 76),ტურპელი,ვ.ტილი (სინანი 58)
სათადარიგო: მარტინსი, ბონერტი, სინანი, ოსტროვსკი, ბარეირო
მთავარი მწვრთნელი: ლუკ ჰოლცი
საქართველო: მაკარიძე , ნავალოვსკი (შერგელაშვილი 79), კაშია, ხოჭოლავა, კანკავა (კ) , აბურჯანია (კიტეიშვილი 56), ჯიღაური (გეგეჭკორი 89), ჭანტურიშვილი, ხარაიშვილი (დვალი 56), კაჭარავა (ზივზივაძე 62), ბერიძე (ლობჟანიძე 46)
სათადარიგო: კვასხვაძე, ხარაბაძე
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: მარტინს პერეირა 77
მთავარი მსაჯი: ივან გრიფიტი (უელსი)
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარი ლუქსემბურგთან მატჩის შესახებ.
"პირველ რიგში ჩვენ გვაქვს საგოლე მომენტების რეალიზების პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე შემადგენლობით ვთამაშობდით, ვერ უარვყოფთ, რომ ამჟამად ჩვენი შეტევა იყო სუსტი . ეს ფეხბურთელები უნდა გაიხსნან, კონკურენცია შექმნან მათთან, ვინც შეკრებაზე არ იყო. ჩემი აზრით არ იყო საკმარისი იმიტომ, რომ ჩვენ გავიტანეთ მხოლოდ ერთი გოლი პენალტით პირველ მატჩში მალტის წინააღმდეგ. თუმცა ვითამაშეთ ათი ფეხბურთელით და ეს იყო დადებითი შედეგი. ჩემთვის მეორე შეხვედრა იყო გასაკვირი იმიტომ, რომ არც ერთი შემადგენლობით არ შეგვიძლია წავაგოთ ლუქსემბურგთან ამ თამაშის ხარისხით. მომენტების რეალიზაცია ძალიან დაბალია. ახალწვეულებიდან კმაყოფილი მხოლოდ ჭანტურიშვილით და კიტეიშვილით ვარ, რომლებმაც შეძლეს კონკურენციის გაწევა სხვა ფეხბურთელებთან.
ერთა ლიგის ჯგუფში ყველა გამარჯვებისთვის იბრძოლებს, იმიტომ, რომ ეს დიდი შანსია მიაღწიო წამატებას და გახვიდე ევროპის ჩემპიონატზე. ეს ეხება ყველა ჩვენ მოწინააღმდეგეს. ერთა ლიგას ვიწყებთ ყაზახეთში, სადაც მარტივი თამაში არ გველის. ყაზახები ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, ფლანგიდან თამაშობენ ასევე კარგად. დარწმუნებული ვარ, კარგი შემადგენლობით ვიქნებით, ფეხბურთელები დაბრუნდებიან ტრავმების შემდეგ გუნდში, თუმცა ყოველთვის პრობლემაა ტრავმირებულები, ამ შეკრებაზეც გვქონდა ეს პრობლემა. გვილიამ წითელი ბარათი მიიღო და ვერ დაგვეხმარა, ამიტომ დისციპლინას დიდ ყურადღებას მივაქცევთ. რა თქმა უნდა, ყურადღებას მივაქცევთ ასევე ტაქტიკას და ვეცდებით გვყავდეს ისეთი შემადგენლობა, რომელიც მოიგებს ყაზახეთში ან დადებით შედეგს აჩვენებს იმიტომ, რომ პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია". განაცხადა ვლადიმირ ვაისმა
„პირველ ტაიმში ვაკონტროლებდით თამაშს, იყო გოლის გატანის მომენტები, მაგრამ სამწუხაროდ გოლი გავუშვით მეორე ტაიმში. ისე ვეღარ ვითამაშეთ მეორე ნახევარში როგორც უნდა გვეთამაშა. მეტოქეს მიეცა შანსი,რომელიც სამწუხაროდ გამოიყენა.დასანანია ასეთი მარცხი საერთო ჯამში, უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. ხუთი თამაში წაუგებელი სერია გვქონდა, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდა. ოფიციალურ შეხვედრებში უკვე ის მოთამაშეები იქნებიან ვინც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით წინა ხაზში.
ეს შეკრება ძირითადად იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და მხოლოდ რამდენიმე გამოცდილმა ფეხბურთელმა ვითამაშეთ მათთან ერთად. ეს იყო მათვის კარგი ტესტი, პოზიტიურად შევაფასებდი, მონდომებულები იყვნენ და უნდა გააგრძელონ პროგრესი, რომ ნაკრებს სამომავლოდ დაეხმარონ.
უკეთესი გუნდი ვართ და სამწუხაროა,რომ ვერ მოვიგეთ. თამაშში რომელშიც უკეთესი ფეხბურთელები გყავს და უკეთესი ხარ მეტოქეზე უნდა მოიგო“. - გურამ კაშია