სიახლეები

18-წლამდელების ფრე ბულგარეთში

გაუზიარე

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ერზერუმის ტურნირის მოგების შემდეგ სოფიას ესტუმრა და ბულგარეთთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან გოლი თამაზ ბაბუნაძემ გაიტანა

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

ბულისკერია, კაპანაძე, ჯინჯოლავა, ბასარია, გაბიტაშვილი, დარცმელია, ფაცაცია, კვარაცხელია, ივანიაძე, ბაბუნაძე, გულიაშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: გაბელაია, მესიაჩენკო, გელაშვილი, გოგია, ჯანაშია, ინჯგია, გრძელიძე, გაბუნია. მეორე ამხანაგურ მატჩს გუნდები 7 ივნისს ჩაატარებენ.