სიახლეები

21-წლამდელების პირველი სპარინგი

გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა უელსთან. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და 2:2 დასრულდა.

გია ცეცაძის გუნდი ბექა მიქელთაძის ულამაზესი გოლით დაწინაურდა, თუმცა სტუმრები პირველივე ტაიმში შეძლეს წინ გასვლა. საქართველოს ნაკრებმა შესვენების შემდეგ ზეწოლა გააძლიერა და ანგარიშიც გაათანაბრა - თავი ისევ მიქელთაძემ გამოიჩინა.

გუნდები მეორე ამხანაგურ მატჩს 6 ივნისს ჩაატარებენ. შეხვედრა ისევ "მიხეილ მესხზე", 20:00 საათზე დაიწყება.

დღევანდელ მატჩში კი ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: ჩოჩიშვილი, მარგველაშვილი, გიორგაძე, კობოური, ჩაბრაძე, ლაკვეხელიანი, ცეცხლაძე, მაჭარაშვილი, კოხრეიძე, მიქელთაძე, არველაძე. შეცვლაზე შევიდნენ: ჭიჭინაძე, ალთუნაშვილი, შულაია, ბუღრიძე, გოშთელიანი, ძებნიაური.