სიახლეები

18-წლამდელებმა მინი-ტურნირი მოიგეს!

გაუზიარე

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ერზერუმის მინი-ტურნირის გამარჯვებულია. გიორგი მიქაძის გუნდმა ორივე შეხვედრა მოიგო და ჩემპიონობა არავის დაუთმო.

მასპინძელ თურქეთთან 4:1 გამარჯვების შემდეგ, დღეს, ქართველმა 18-წლამდელებმა 2:1 დაამარცხეს მაკედონია. გოლები ბექა დარცმელიამ და გიორგი გულიაშვილმა გაიტანეს. მეორე ადგილზე თურქები გავიდნენ, რომლებმაც ასევე 2:1 სძლიეს მაკედონიელებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო

მამარდაშვილი, კაპანაძე, ბასარია, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, დარცმელია, ფაცაცია, ივანიაძე, კვარაცხელია, ბაბუნაძე, გულიაშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: გაბელაია, გელაშვილი, მესიაჩენკო, გოგია, ჯანაშია, ინჯგია, გრძელიძე, გაბუნია