სიახლეები

სასტუმრო მოხალისეში ტუტორების ტრენინგი მიმდინარეობს

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

მწვრთნელთა საგანმანთლებლო პროგრამის მეორე მოდულის ფარგლებში, თბილისში უეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტი გენადი სკურტული იმყოფება, რომელიც ტუტორთა გადამზადების მორიგ სემინარს გაუძღვა.

ტუტორთა ტრენინგები სამწვრთნელო განათლების უმაღლესი საფეხურის ახალი ინსტიტუტია და შესაბამისად, მის მიმდინაორებას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია, განსაკუთრებით აკვირდება. ამ მიდგომის დანერგვა საქართველოში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და მათი აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს.
სასტუმრო მოხალისეში გამართულ სემინარში 14 ტუტორი მონაწილეობს. მათი, როგორც მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამის მნიშვნელოვანი ფიგურების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.