სიახლეები

„მსაჯთა აკადემია“- მეორე ნაკადის მიღება დაიწყო

მსაჯები
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  „მსაჯთა აკადემიისმეორე ნაკადზე მსურველთა მიღებას იწყებს. მსაჯთა აკადემიაში სწავლა სრულად უფასოა კურსის მონაწილეთათვის. მსურველთა განაცხადების მიღება 1 ივნისიდან დაიწყო

თუ გსურთ, გახდეთმსაჯთა აკადემიისმონაწილე და დაეუფლოთ მსაჯის პროფესიას, შეავსეთ განაცხადი 15 ივნისამდე სპეციალურად პროგრამისათვის შექმნილ ვებ-გვერდზე www.msaji.ge

განაცხადების მიღების შემდეგ პროგრამაში მონაწილეობის კანდიდატები შესაბამის გასაუბრებას გაივლიან. კურსანტის აკადემიაში მოხვედრის შემდეგ - მომზადება, ეკიპირება და სასწავლო მასალები უფასოა. სწავლის დამთავრების შემდეგ გექნებათ რეალური შანსი დაიწყოთ სამსაჯო კარიერა!

დამატებითი ინფორმაციისათვისგთხოვთ, დარეკოთ 577 990 940.

შეგახსენებთ, რომ პირველად საქართველოშიფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, კურსის მონაწილეთათვის სრულიად უფასო მსაჯთა აკადემია 2017 წლის მიწურულს გაიხსნა. პროექტი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ამ ეტაპზე მსაჯთა აკადემიას პირველი კურსდამთავრებულები უკვე ჰყავს