სიახლეები

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ!

გაუზიარე

3 და 6 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს უელსთან.

შეგახსენებთ, რომ ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

მედიის წარმომადგენლებს მატჩზე დასასწრები აკრედიტაციებს მისაღებად, ვთხოვთ, მობრძანდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სფფ-ის პრესსამსახურს - 599 945 975.