სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, „ლოკომოტივსა“ და UNFPA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საფეხბურთო კლუბლოკომოტივსადა UNFPA - გაეროს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, „ლოკომოტივისტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა და UNFPA- წარმომადგენელმა თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორმა, კარლ კულესამ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის შესაბამისად მხარეები ორი ძირითადი მიმართულებით ითანამშრომლებენ: მამაკაცების ჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მისაღწევად და  გოგონების ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას მოზარდი გოგონების გაძლიერებისათვისსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისისლოკომოტივისხელშეწყობით, ფეხბურთელები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ UNFPA- ისეთ აქტივობებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანაწორობის იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცების ჩართულობის გაზრდას კამპანიისკაცები ზრუნავენფარგლებში, ახალგაზრდების გაძლიერებასა და მათი პოტენციალის რეალიზებას

თანამშრომლობა ითვალისწინებს ფეხბურთში გოგონების ჩართულობის წახალისებას, სპორტში თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობას და მოზარდი გოგონებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ასევე, მწვრთნელებისთვის, მსაჯებისა და მოთამაშეებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას UNFPA- მიერ დანერგილი და აპრობირებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, მათი გენდერული სენსიტიურობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების გზით.

თანამშრომლობის ოფიციალური დაწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა შეაფასა. ლევან კობიაშვილის თქმით, მემორანდუმის გაფორმება არის სტარტი დიდი მასშტაბური ურთიერთობისა, რომელიც საფეხბურთო სფეროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის ჩამოყალიბდება.

მოხარული ვარ, რომ ჩვენს შორის უკვე არსებული თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება. ჩვენ გვჯერა, რომ ფეხბურთი სოციალური მოვლენაა და მას საზოგადოებისთვის ბევრი სასიკეთო ცვლილების მოტანა შეუძლია. გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობა, არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ერთობლივი ძალებით მივაღწიოთ მამაკაცების ჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მისაღწევად და  გოგონების ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას მოზარდი გოგონების გაძლიერებისათვის,“- აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ლევან კობიაშვილმა თბილისის ლოკომოტივის აქტიურ ჩართულობაზეც ისაუბრა და მათ, გამოვლენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და UNFPA- შორის თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო. ერთობლივი ძალისხმევით, 2017 წელს ჩატარდამამების თასი“, ხოლო 2018 წლის მაისშიეროვნული ლიგისფეხბურთელები შეუერთდნენ კამპანიასკაცები ზრუნავენ“, რომელიც მიმდინარეობს UNFPA-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამისგენდერული თანასწორობისთვისფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანასური ხელშეწყობით ხორციელდება.

მასალა მედიისთვის : კადრები  სინქრონები