საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო ერზურუმის საერთაშორისო მინი-ტურნირი. ჩვენმა გუნდმა პირველ მატჩში მასპინძელ თურქეთს 4:1 აჯობა.
გოლები გიორგი ივანიაძემ, გიორგი გულიაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და თამაზ ბაბუნაძემ გაიტანეს.
ხვალ ტურნირის მეორე შეხვედრაში თურქეთი მაკედონიას შეხვდება. 1 ივნისს კი გიორგი მიქაძის შეგირდები გაეჯიბრებიან მაკედონიელებს.
თურქებთან საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ბულისკერია, კაპანაძე, ბასარია, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, ფაცაცია, დარცმელია, კვარაცხელია, ივანიაძე, ბაბუნაძე, გულიაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: გაბელაია, გოგია, მესიაჩენკო, გელაშვილი, ჯანაშია, ინჯგია, გრძელიძე, გაბუნია.

გაუზიარე