სიახლეები

საქართველოს ნაკრების მზადების მეორე დღე ავსტრიაში

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

ავსტრიაში მიმდინარე საქართველოს ეროვნული ნაკრების საწვრთნელ შეკრებას რამდენიმე ლეგიონერი შეუერთდა. 26 მაისს ეროვნულმა ნაკრებმა 12 კაციანი შემადგენლობით ივარჯიშა, მზადების მეორე დღეს მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 19 ფეხბურთელი იყო. ბად ჰარინგში გამართული სავარჯიშო პროცესი ძლიერი წვიმის ფონზე ჩატარდა. ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ამხანაგური შეხვედრებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგნელობა დღევანდელ ვარჯიშზე:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია),გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი  (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი),ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი)

28 მაისს ეროვნულ გუნდს კიდევ ოთხი ფეხბურთელი შეუერთდება. გიორგი ხარაიშვილს, ლაშა შერგელაშვილს, ბექა ვაჩიბერაძესა და გიორგი ბერიძეს ავსტრიაში ორშაბათს ელოდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უახლოეს ორ ამხანაგურ შეხვედრაში.

მეკარეები:
გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა  ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი  (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი),ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

ამხანაგური მატჩების განრიგი

1 ივნისი
საქართველო-მალტა  
(მატჩი ავსტრიის ქალაქ შვაცში ჩატარდება)

5 ივნისი
ლუქსემბურგი-საქართველო