სიახლეები

15-წლამდელების ფრე

გაუზიარე

საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად ლუქსემბურგთან და უგოლოდ დაშორდა მეტოქეს - 0:0.
გიორგი ჩიტაურის გუნდს 24 მაისს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ექნება და ამის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში.

პირველ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: ასათიანი, ვაზაგაშვილი, ფერცულიანი, კვაშილავა, ზოსიაშვილი, ავალიანი, გაგნიძე, სიხარულაშვილი, ჩხეტიანი, მამაგეიშვილი, დეისაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ონიანი, ქუნთელია, თელია, მეხტიევი, სიჭინავა.