სიახლეები

საქართველოს თასი | 1/16 ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

11 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2018 წლის გათამაშების 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 

წილისყრაში მონაწილეობა ეროვნული ლიგიდან ათმა, ეროვნული ლიგა 2-დან რვამ, ლიგა 3-დან და რეგიონული ლიგიდან კი, შვიდ-შვიდმა გუნდმა მიიღო. 1/16 ფინალური ეტაპის შეხვედრები მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება. 

ტრადიციულად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების კალენდარი იხილეთ - ბმულზე.