სიახლეები

მსაჯთა აკადემიაში სწავლების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს

სფფ
გაუზიარე

მსაჯთა აკადემიაში სწავლების ბოლო ეტაპი დაიწყო. პროექტი, საქართველოში პირველად,  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. მსაჯის პროფესიის შესწავლა კურსის მონაწილეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ. 

ამჟამად სასწავლო კურსზე 22 მომავალი მსაჯი ირიცხება. თეორიული სწავლების პარალელურად, ახალგაზრდა მსაჯებისთვის პრაქტიკული კურსიც ტარდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართული პრაქტიკული კურსის ძირითადი ნაწილი მსაჯთა ფიზიკური მზადების ვარჯიშებს დაეთმო.

კურსის მიმდინარეობა ერთერთმა მონაწილემ, თამაზ ფხაკაძემ შეაფასა: „სწავლება საკმაოდ ხარისხიანია, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი და იმედია, წარმატებით დავასრულებთ ყველა. ზოგადად, მსაჯობა არ არის ადვილი პროფესია: თეორიული დავალებებიც და პრაქტიკულიც საკმაოდ რთული იყო, მაგრამ მაღალკვალიფიციური პედაგოგები გვყავს და შესაბამისად, გვეხმარებიან, რომ ამ დავალებებს თავი გავართვათ,”-აღნიშნა მან. 

მსაჯთა აკადემიამ ფუნქციონირება 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი პირველი ეტაპი ოფიციალურად მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მსაჯთა აკადემია“ მსურველების სწავლებასთან ერთად, უკვე მოქმედი მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც იზრუნებს.