სიახლეები

2026 წლის ფიფას მსოფლიო თასის მასპინძლობის კანდიდატის- მაროკოს საორგანიზაციო კომიტეტი სფფ-ში

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ქვეყანაში სამუშაო ვიზიტით მყოფ 2026 წლის ფიფას მსოფლიო თასის მასპინძლობის კანდიდატის- მაროკოს საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს ფეხბურთის ფედერაციაში უმასპინძლეს.

შეხვედრის მიზანი სტუმართა მხრიდან, მაროკოს, როგორც 2026 წლის ფიფას მსოფლიო თასის მასპინძლობის კანდიდატად წარმოდგენა იყო. დელეგაციის წევრებმა, ნავალ ელ მუტკაველის ხელმძღვანელობით, სფფ-ის ოფიციალურ პირებს მსოფლიო თასის მასპინძლობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნეს.

გამართულ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე დაესწრნენ. მაროკოს საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელთან, ნავალ ელ მუტკაველთან ერთად, პრეზენტაცია კომიტეტის წევრებმა სამირა სიტაილიმ და კამალ ლაჰლო ჰამიდიმ წარადგინეს. შეხვედრას მაროკოს სამეფოს საპატიო გენერალური კონსული საქართველოში მიხეილ ალხანიშვილიც დაესწრო.