სიახლეები

სფფ-ის ხელმძღვანელებმა "სპაერის" მშენებარე სტადიონი მოინახულეს

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელთან, ანზორ ჩუბინიძესთან ერთად საფეხბურთო კლუბ „სპაერის“ მშენებარე სტადიონს ესტუმრნენ.

სტადიონის მშენებლობა თბილისში მდებარე სდსს-ის ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. უკვე დაიგო ხელოვნურსაფარიანი მოედანი, სადაც „სპაერი“ ვარჯიშებსა და საშინაო შეხვედრებს მართავს. საბოლოო პროექტი კი, მოედნის გარშემო ტრიბუნის, გასახდელებისა და სამსაჯო ოთახის აშენებასთან ერთად, ხელოვნური განათების დამონტაჟებას ითვალისწინებს. 

საფეხბურთო კლუბი „სპაერი“ 2017 წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბაზაზე ჩამოყალიბდა და მიმდინარე სეზონში გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის „გ“ ჯგუფში ასპარეზობს.