სიახლეები

ფუტსალის ეროვნული ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს

ფუტსალი
გაუზიარე

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 4-5 აპრილს ჩვენი გუნდი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

3 აპრილს 18:00 საათზე ავთანდილ ასათიანის გუნდი ოლიმპიურ სასახლეში მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. მედიის წარმომადგენლებს საწვრთნელი პროცესის საწყისი 15 წუთის გადაღების უფლება ექნებათ.

ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ორივე ამხანაგური შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და მათზე დასწრება თავისუფალია. 

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: 

ამხანაგური მატჩების აკრედიტაციების მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, გთხოვთ, წერილობითი ფორმით მოგვმართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს, ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected]

წერილში მიუთითეთ აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, ორგანიზაცია და პოზიცია. საქართველო - ინგლისის მატჩზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ 3 აპრილის ჩათვლით, დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს 577 17 17 61.