საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის ბოლო ტურში 6:1 დაამარცხა მაკედონია.
გიორგი ნემსაძის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 4:0 იგებდა. ჩვენი ნაკრებიდან პოკერით გამოირჩა კაპიტანი ზურიკო დავითაშვილი. ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ერთიც მაკედონიელებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს.
ამ მოგებით საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა ჯგუფში. ელიტ-რაუნდი საბოლოოდ ხვალ დასრულდება და ოფიციალურად გაირკვევა, 8 ჯგუფიდან გამსვლელი 15 ნაკრების ვინაობა.
ხარშილაძე, გელაშვილი, კალანდაძე, მექვაბიშვილი, მესიაჩენკო (ჩოთალიშვილი), ტალახაძე, ჯანგველაძე, შვარცი, დავითაშვილი, კვარაცხელია (მირზიკაშვილი), გულიაშვილი (ჩიხრაძე).
გაუზიარე