სიახლეები

საქართველო U21 2:2 დანია U21

გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ზედიზედ მეორე ევროშესარჩევი მატჩი ჩაატარა გორში და ამჯერად 2:2 ითამაშა ჩვენი ჯგუფის ლიდერ დანიასთან.

გია ცეცაძის გუნდი ორჯერ იგებდა - ჯერ გიორგი ხარაიშვილის,  მერე კი ბექა მიქელთაძის გოლებით, თუმცა სტუმრებმა ორივეჯერ შეძლეს წონასწორობის აღდგენა.

ამ ქულით საქართველოს ნაკრებს 8 ქულა დაუგროვდა და ცხრილში მესამე ადგილზეა. დანიამ კი პირველობა დაუთმო პოლონეთს, რომელმაც დღეს 1:0 აჯობა ლიტვას.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: კუპატაძე, მარგველაშვილი, გიორგაძე, ქანთარია, შულაია, ნადარაია, კიტეიშვილი, ცეცხლაძე, ხარაიშვილი (მიქელთაძე), არაბიძე (ბერიძე), ზარანდია.