სიახლეები

21-წლამდელებმა ფარერები დაამარცხეს

გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ფარერებს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ერთადერთი ბურთი ლუკა ზარანდიამ შეაგდო.
გია ცეცაძის შეგირდებს სხვა მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.

ამ მოგებით საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 7 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში მესამე ადგილზეა. 27 მარტს კი მორიგ მატჩში ლიდერ დანიას უმასპინძლებს.

ფარერებთან ასეთმა შემადგენლობამ ითამაშა: კუპატაძე, მარგველაშვილი, გიორგაძე, ქანთარია, შულაია, ნადარაია, ცეცხლაძე, კიტეიშვილი, ხარაიშვილი (მიქელთაძე), არაბიძე (ბერიძე), ზარანდია.